კრიშტიანუ რონალდუ გინესის რეკორდების წიგნში შევიდა
ევრო 2024-ს შესარჩევი ეტაპის, ისლანდია - პორტუგალიის მატჩის დაწყების წინ, კრიშტიანუ რონალდუს ინდივიდუალური ჯილდო გადასცეს.
საქმე ისაა, რომ პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი გახდა ფეხბურთის ისტორიაში პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ნაკრების მაისურით 200 მატჩის ჩატარება მოახერხა.
ისლანდიასთან მიმდინარე შეხვედრა კრიშტიანუსთვის სწორედ მე-200 გამოდგა და ამ ფაქტთან დაკავშირებით, რონალდუს გინესის რეკორდის წიგნში შესვლის დამადასტურებელი ჯილდო გადაეცა.
ამ 200 შეხვედრაში 38 წლის ლეგენდამ 122 გოლი და 33 საგოლე პასი მიითვალა.