"ნივთებივით გვექცეოდნენ", - სანიოლის კრიტიკული კომენტარი მატჩის შემდეგ
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრები შოტლანდიასთან 2:0 დამარცხდა.
მატჩის შემდეგ კომენტარი საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრნელმა ვილი სანიოლმა გააკეთა.
"გაურკვევლობა შეიქმნა, რამდენჯერმე გავედით მოედანზე და უკან დავბრუნდით და თავიდანვე ნათელი იყო, როგორი თამაში იქნებოდა და ყველამ ვნახეთ რაც მოხდა.
უცნაურია, რატომ შეაჩერა მსაჯმა თამაში მე-5 წუთზე, როცა გოლი გავუშვით. არადა, მე და კლარკი მალევე შევთანხმდით, რომ თამაში უნდა შეწყვეტილიყო. მსაჯს რო თამაში მალევე შეეწყვიტა, ყველაფერი გამარტივდებოდა.
მეოთხე მსაჯმა გვითხრა, სანამ დელეგატი არ მოვა, თამაშს ვერ გავაჩერებთო. დისკომუნიკაცია იყო, რამაც ბევრი პრობლემა გამოიწვია. ფეხბურთელები ხურდებოდნენ, ჩერდებოდნენ, ხურდებოდნენ, ჩერდებოდნენ და გამოდის, გვეუბნებოდნენ - გააკეთეთ რასაც გეტყვითო!", თითქოს ნივთები ვიყავით.
მსაჯებს თავიანთი საქმე სწორად რომ გაეკთებინათ, ჩვენც მშვიდად ვიქნებოდით. 30-წუთიანი პაუზის შემდეგ დელეგატი შემოდის და პროფესიონალ ფეხბურთელებს ეუბნება, 6 წუთში თამაშს ვიწყებთო.
კიდევ კაი, ასეთი პირობების ფონზე, ტრავმა ჩვენმა არცერთმა ფეხბურთელმა არ მიიღო", - განაცხადა სანიოლმა.