ასპილიკუეტამ შესაძლოა კარიერა ბუნდესლიგაში გააგრძელოს
ლონდონის "ჩელსის" კაპიტანი სეზარ ასპილიკუეტა შესაძლოა მალე მიუნხენის "ბაიერნს" შეუერთდეს.
ჟურნალისტ კრისტიან ფალკის თქმით, მცველის მომსახურებით პირადად მიუნხენური გუნდის მთავარი მწვრთნელი თომას ტუხელი ინტერესდება, რომელიც "ჩელსიში" ასპილიკუეტასთან ერთად უკვე მუშაობდა.
მანამდე ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეაპანელის მიმართ ინტერესი კატალონიურ "ბარსელონას" იჩენს, რომელმაც გასულ ზაფხულს გამოცდილი მცველის ტრანსფერის განხორციელება ვერ შეძლო.
მანამდე ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეაპანელის მიმართ ინტერესი კატალონიურ "ბარსელონას" იჩენს, რომელმაც გასულ ზაფხულს გამოცდილი მცველის ტრანსფერის განხორციელება ვერ შეძლო.