ავტორიზაცია

აშკარად არ გაგვიმართლა! კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართული გუნდების მეტოქეები ცნობილია

აშკარად არ გაგვიმართლა! კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართული გუნდების მეტოქეები ცნობილია
თარიღი 21 Jun 2023, 15:33
რამდენიმე წუთის წინ, შვეიცარიის ქალაქ ნიონში უეფას კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა.

ამრიგად, ქართული გუნდების მეტოქეები გაირკვა:

იმ შემთხვევაში თუ ბათუმის "დინამო" ალბანური "ტირანას“ ბარიერს დაძლევს, თურქეთის "ბეშიქთაშს" შეხვდება.

გორის "დილა" "დუნაისკა სტრედას" დამარცხების შემთხვევაში, გორის უკრაინის "ვორსკლას" დაუპირისპირდება.

ქუთაისის "ტორპედო" "სარაევოს" დამარცხების შემთხვევაში, ყაზახეთის "აქტობესთან" ითამაშებს.

რაც შეეხება ჩემპიონის გზას, ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე მარცხის შემთხვევაში თბილისის "დინამო" მალტის "ჰამრუნსა" და ისრაელის "ჰაიფას მაკაბის" შორის დამარცხებულს შეხვდება.