ავტორიზაცია

ბრწყინვალე გამარჯვება და ჯგუფში გალიდერება - საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი საოცრად დაიწყო!

ბრწყინვალე გამარჯვება და ჯგუფში გალიდერება - საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი საოცრად დაიწყო!
თარიღი 21 Jun 2023, 22:08
ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატი დღეს საქართველოსთვის ოფიციალურად, პორტუგალიის ასაკობრივ ნაკრებთან დაპირისპირებით დაიწყო.

შეხვედრა „დინამო არენაზე“ გაიმართა და ჩვენი ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვებით, 2:0 დასრულდა.

ორივე გოლი რამაზ სვანაძის ბიჭებმა პირველივე ტაიმში გაიტანეს - 37-ე წუთზე თავი გიორგი გაგუამ გამოიჩინა, 45-ზე კი საბა საზონოვმა. ორივე შემთხვევაში ასისტენტის როლი გიორგი წიტაიშვილმა მოირგო.

ამ გამარჯვებით საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა ბუკმეიკერული კუთხით უდიდესი სენსაცია გამოაცხო, რადგან ტოტალიზატორებს ჩვენი ნაკრების მოგების საერთოდ არ სჯეროდათ.

ჯგუფის მეორე შეხვედრაში ბელგიამ და ნიდერლანდებმა ფრე 1:1 ითამაშეს, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო ჯგუფში ერთპიროვნულად გალიდერდა.

შემდეგ თამაშს სვანაძის შეგირდები 24 ივნისს, ბელგიის 21-წლამდელთა ნაკრების წინააღმდეგ, ასევე „დინამო არენაზე“ გამართავს.