გაორმაგებული ხელფასი - სანდრო ტონალი კარიერას პრემიერ ლიგაში გააგრძელებს
„მილანის" იტალიელი ნახევარმცველი სანდრო ტონალი, კარიერას „ნიუკასლ იუნაიტედში" გააგრძელებს.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ინგლისური კლუბი და ტონალი პირადი კონტრაქტის დეტალების შეთანხმებასთან ახლოს არიან. ფეხბურთელი ხელშეკრულებას 2029 წლამდე გააფორმებს და მისი წლიური ხელფასი 8 მილიონი ევრო იქნება, კიდევ 2-ს კი ნახევარმცველი ბონუსების სახით მიიღებს.
ცნობისთვის, ეს გაორმაგებული ხელფასია იმასთან შედარებით, რასაც ფეხბურთელი ამჟამად „მილანში" იღებს.
„როსონერი" ახალგაზრდა ნახევარმცველის ტრანსფერში კი 75-80 მილიონ ევროს მიიღებს. კლუბები ჯერ საბოლოო ფასზე შეთანხმებულები არ არიან, მაგრამ მოლაპარაკებები განვითარებულ ეტაპზეა და ყველაფერი მალევე უნდა მოგვარდეს.