ბერნარდუ სილვა საუდის არაბეთში გადასვლასთან ძალიან ახლოსაა - Marca

საუდის არაბეთი აღარ ხუმრობს.
თუ ესპანურ გამოცემა Marca-ს დავუჯერებთ, ბერნარდუ სილვამ ახალი სეზონი შესაძლოა საუდის არაბეთში დაიწყოს.
ინფორმაციის თანახმად, „მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელი საუდელებთან პირადი კონტრაქტის შეთანხმებასთან ახლოსაა. თუმცა, ჯერჯერობით არ სახელდება კონკრეტული კლუბი, რომელთანაც ბერნარდუ მოლაპარაკებებს აწარმოებს.
თავდაპირველად იწერებოდა, რომ ბერნარდუს ევროპაში უნდოდა დარჩენა, მაგრამ ყველა ვარიანტის განხილვისთვის მზად არის.
პორტუგალიელ შემტევს ევროპაში „პსჟ" და „ბარსელონა" ეპატიჟებიან. „მან სიტიში" ის 2017 წლიდან თამაშობს.