ბეილი: "მესის MLS-ში ძალიან მოეწონება, იქ წაგებებს გაცილებით მარტივად ეგუებიან"
გარეტ ბეილი დარწმუნებულია, რომ ლეო მესის MLS-ში ყოფნა ძალიან მოეწონება.
„MLS-ში ყველაფერი ბევრად მშვიდად არის. თუ „რეალში" თამაშს აგებ, გგონია, რომ სამყაროს აღსასრული დადგა, შენ გაწამებენ, თავს განადგურებულად გრძნობ და სახლში უკმაყოფილო ბრუნდები.
აშშ-ში წაგებებს უფრო მარტივად იტანენ, არანაირი მოვლენები ამას არ მოჰყვება. ლიგიდან გავარდნა შეუძლებელია და ერთი მატჩის წაგების შემდეგ, უბრალოდ მეორეზე იწყებ ფიქრს.
წაგებებს იქ გაცილებით მარტივად ეგუებიან. მათ წაგებაც კარგად შეუძლიათ და ყველა მოგებასაც ისე ზეიმობენ, თითქოს ჩემპიონატი მოიგეს. ამიტომ, მესის იქ აშკარად ძალიან მოეწონება.", - აღნიშნა „რეალის" ექს-ფეხბურთელმა, რომელმაც კარიერა „ლოს ანჯელესში" დაასრულა.
შეგახსენებთ, რომ ლეო მესის ტრანსფერი დევიდ ბექჰემის გუნდში, „ინტერ მაიამიში" ოფიციალურად დადასტურდა.