"რაც ფეხბურთს ვუყურებ, მსგავსი არაფერი მინახავს", - ხვიჩა კვარაცხელიას ფინრს დიდი გამოხმაურება მოჰყვა
კვიპროსთან გამართულ მატჩში, რომელიც საქართველოს ნაკრებმა 2:1 მოიგო, ხვიჩა კვარაცხელიამ მეტოქე ბრწყინვალე ფინტით ჩამოიშორა, თითქოს ბურთი მიიწება და ისე წაიღო.
ამ მომენტს ბრიტანულ პრესაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა და Sportbible-ის განხილვის საგანიც გახდა.
გამოცემა გვთავაზობს რამდენიმე კომენტარს, რა რეაქციაც კვარაცხელიას ამ მოძრაობას მოჰყვა.
"20 წელზე მეტია ფეხბურთს ვუყურებ და მსგავსი არაფერი მინახავს"
"ამ მოძრაობამ ანდრეს ინიესტა გამახსენა"
"ამ ფინტის გაკეთება 1000-ჯერ ვცადე და არცერთხელ გამომივიდა"
"ველოდებით ხვიჩას პრემიერ ლიგაში"
The way the ball is literally glued to Kvaratskhelia's foot on the initial drag-back is outrageous 😳
— Georgian Footy (@GeorgianFooty) June 20, 2023
🎥 https://t.co/5J5N0LC6lD pic.twitter.com/1IOzEmWWOL