ავტორიზაცია

ტეო ერნანდესი მილანში დარჩენას გეგმავს

ტეო ერნანდესი მილანში დარჩენას გეგმავს
თარიღი 22 ივნ 2023, 13:02
"მილანის" მარცხენა მცველი ტეო ერნანდესი არ არის დაინტერესებული სტეფანო პიოლის გუნდის დატოვებით.

ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იუწყება, რომ ერნანდესის სამომავლო გეგმები არ იცვლება. ფეხბურთელს მომავალ სეზონში "მილანში" დარჩენა სურს, მიუხედავად ბევრი სპეკულაციისა.

გავრცელებული ინფორნაციით, "როსონერი" ფრანგი მცველის გაყიდვის შემთხვევაში მინიმუმ 80 მილიონ ევროს მოითხოვს.

სერია A-ს ბოლო გათამაშებაში ერნანდესმა 4 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.