მილანი ლონდონის ჩელსის ფორვარდის ტრანსფერით ინტერესდება
ცენტრალური ფორვარდი რომელუ ლუკაკუ, რომელმაც გასული სეზონი იჯარით „ინტერში“ გაატარა, შესაძლოა იტალიის ჩემპიონატში დარჩეს.
"მილანი" ბელგიელის შეძენით დაინტერესებულია, ამის შესახებ La Gazzetta dello Sport-ი იტყობინება.
"ჩელსი", რომელიც რომელუს სრული კონტრაქტის მფლობელია, 30 წლის თავდამსხმელთან 40 მილიონ ევროდ გაშვებაზე თანახმაა. ლონდონური კლუბი ელოდება შესაბამის წინადადებას.
გასულ სეზონში რომელუმ იტალიის ჩემპიონატის 25 მატჩში მიიღო მონაწილეობა. თავდამსხმელმა 10 გოლი გაიტანა და ექვსი საგოლე გადაცემა გააკეთა.