კვარაცხელია ახალ კონტრაქტს დათანხმდა - როგორია კონტრაქტის დეტალები?

დიდი ხნის განმავლობაში იწერებოდა, რომ "ნაპოლის" ქართველი ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია გუნდთან ახალ კონტრაქტს გააფორმებდა.
როგორც ცოტა ხნის წინ SportMediaset-მა დაადასტურა, კვარაცხელია "ნაპოლისთან" კონტრაქტის გახანგრძლივებას დათანხმდა.
ახალი კონტრაქტის თანახმად, კვარაცხელია "ნაპოლისთან" ხელშეკრულებას 2028 წლამდე გააფორმებს და მისი წლიური ანაზღაურება 3 მილიონი ევრო იქნება.
გასულ სეზონში კვარაცხელიამ დიდებულად ითამაშა, იტალიის ჩემპიონი გახდა, სერია ა-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელი და ჩემპიონთა ლიგის წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის ჯილდო მიიღო.