ავტორიზაცია

პარტეი შესაძლოა იუვენტუსში გადავიდეს

პარტეი შესაძლოა იუვენტუსში გადავიდეს
თარიღი 22 Jun 2023, 17:32
ლონდონის "არსენალის" ნახევარმცველი თომას პარტეი შესაძლოა ტურინის "იუვენტუსში" გადავიდეს.

როგორც ჟურნალისტ ჯანლუკა დი მარციოსთვის გახდა ცნობილი, ტურინული კლუბი 30 წლის ნახევარმცველს სამწლიანი ხელშეკრულების შეთავაზებას აპირებს.

აღნიშნულია, რომ თავად ფეხბურთელი არ არის მსგავსი ტრანსფერის წინააღმდეგი, მაგრამ ჯერჯერობით უცნობია მზად არის თუ არა "არსენალი" პარტი "იუვენტუსში" გაუშვას.

წყაროს ცნობით, "ბებერ ქალბატონს" მზადაა განელი ნახევარმცველისთვის "მეთოფეებს" 18-20 მილიონი ევრო შესთავაზოს.

გასულ სეზონში პარტი 40 მატჩში ჩაატარა, რომელშიც სამი გოლი გაიტანა. ფეხბურთელის კონტრაქტი "არსენალთან" 2025 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.