პრაქტიკულად გააგდეს - სანდრო ტონალიმ იტირა, როცა უთხრეს, რომ უნდა წავიდეს
მილანის იტალიელი ნახევარმცველი, სანდრო ტონალი, კარიერას ინგლისურ ნიუკასლში გააგრძელებს.
თავად სანდრო გუნდთან ექვსწლიან კონტრაქტს გააფორმებს და მისი წლიური ხელფასი ბონუსებუთ 10 მილიონი ევრო იქნება, მილანს კი 70 მლნ ერგება.
თუმცა, თუ La Repubblica-ს დავუჯერებთ, მილანიდან წასვლა ფეხბურთელის პრიორიტეტი არ ყოფილა.
მეტიც, იტალიური გამოცემა წერს, რომ ტონალიმ ცრემლები ვერ შეიკავა, როცა ხელმძღვანელობამ უთხრა, რომ უნდა წავიდეს, რადგან კლუბს ფული ესაჭიროება.
მხარეებს შორის სრული შეთანხმება მიღწეულია და ფეხბურთელმა კონტრაქტს მოაწერა ხელი, თუმცა ინგლისურ კლუბს ტრანსფერი ჯერ ოფიციალურად არ დაუდასტურებია.