ოფიციალურად: კვლავ მესისთან ერთად - ბუსკეტსი ინტერ მაიამის ფეხბურთელია!
რამდენიმე დღის წინ მოგახსენეთ, რომ "ინტერ მაიამი" მოლაპარაკებებს "ბარსელონას" ესპანელ ნახევარმცველთან სერხიო ბუსკეტსთან აწარმოებდა.
დღეს კი კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ყველაფერი გადაწყვეტილია და ბუსკეტსი კარიერას "ინტერ მაიამიში" გააგრძელებს.
შესაბამისად, ლეო მესი და ბუსკეტსი კვლავ თანაგუნდელები იქნებიან. წლების განმავლობაში ისინი "ბარსელონას" ღირსებას იცავდნენ და ყველა შესაძლო ტიტული მოიგეს.
ცნობილია ისიც, რომ ბუსკეტსს შეთავაზება საუდის არაბეთიდანაც ჰქონდა, თუმცა ესპანელმა ამერიკა არჩია.