ავტორიზაცია

როგორი იქნება საქართველოს 21-წლამდე ნაკრების შემადგენლობა დღევანდელ მატჩში?

როგორი იქნება საქართველოს 21-წლამდე ნაკრების შემადგენლობა დღევანდელ მატჩში?
თარიღი 24 ივნ 2023, 02:21
დღეს გაიმართება ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მატჩი საქართველოსა და ბელგიის ნაკრებებს შორის.

მიუხედავად იმისა, რომ პორტუგალიას მოვუგეთ, რამაზ სვანაძე ძირითად შემადგენლობაში ცვლილებების განხორციელებას მაინც გეგმავს.

დადასტურდა, რომ დღევანდელ შეხვედრაში ჩვენი ნაკრების კარს გიორგი მამარდაშვილი დაიცავს.

ასეთი იქნება საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობა დღევანდელ მატჩში

მეკარე: გიორგი მამარდაშვილი

მცველები: გიორგი გოჩოლეიშვილი, საბა საზონოვი, საბა ხვადაგიანი, ივა გელაშვილი, ირაკლი აზაროვი

ნახევარმცველები: ლუკა გაგნიძე, ანზორ მექვაბიშვილი, გიორგი წიტაიშვილი, ზურიკო დავითაშვილი

თავდამსხელები: გიორგი გაგუა