"აბა შენ იცი, მალე გნახავ, ძმაო" - სერხიო რამოსი ილია თოფურიას მიმართავს

ლეგენდარული ესპანელი ფეხბურთელი სერხიო რამოსი ქართველ მებრძოლს, ილია თოფურიას სოციალური ქსელით მიმართავს.

"აბა შენ იცი, მალე გნახავ, ძმაო", - წერს "პსჟ"-ს ამჟამინდელი ფეხბურთელი საკუთარ გვერდზე.
მოგეხსენებათ, თოფურია UFC-ს მორიგ ბრძოლას 25 ივნისს, ჯოშ ემეტის წინააღმდეგ გამართავს.
