ავტორიზაცია

ნაპოლი და ოსიმენი ახალ კონტრაქტზე ვერ შეთანხმდნენ - კლუბი ნიგერიელის ტრანსფერში 150 მილიონზე მეტს მოითხოვს

ნაპოლი და ოსიმენი ახალ კონტრაქტზე ვერ შეთანხმდნენ - კლუბი ნიგერიელის ტრანსფერში  150 მილიონზე მეტს მოითხოვს
თარიღი 24 Jun 2023, 14:33
Sky Sport-ის ინფორმაციით, "ნაპოლიმ" ვიქტორ ოსიმენთან ახალი კონტრაქტი ვერ შეათანხმა.

თავდამსხმელსა და იტალიურ კლუბს შორის არსებული ხელშეკრულება 2025 წლამდეა ძალაში. 

გუშინ ფეხბურთელის აგენტი რობერტო კალენდა კლუბის პრეზიდენტს აურელიო დე ლაურენტისს შეხვდა. მხარეები კონტრაქტის გახანგრძლივებაზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს - შემოთავაზებული ხელფასი  მოთამაშის მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს.

დე ლაურენტისმა აგენტს ასევე უთხრა, რომ ფორვარდის ტრანსფერში "ნაპოლი" 150 მილიონ ევროზე მეტს მოითხოვდა.