ავტორიზაცია

2024 წლის მოტო სეზონი გაიხსნა

2024 წლის მოტო სეზონი გაიხსნა
თარიღი 30 აპრ 2024, 13:49
საქართველოს ნაციონალური მოტოსპორტის ფედერაციის ეგიდით, ჰასკი მოტოპარკის სხვადასხვა მოტოდრომზე გაიმართა ღონისძიება “მოტო სეზონის გახსნა 2024”.
 
შეჯიბრი ჩატარდა ოთხ მოტო დისციპლინაში: მოტოჯიმხანა, ენდურო ზრდასრული, ენდურო ბავშვები და ედვენჩერი - წყვილთა რბოლა. ტურნირში 68 მრბოლელი მონაწილეობდა.

თითოეული დისციპლინის შესაბამის კლასებში გამოვლინდნენ გამარჯვებულები და პრიზიორები.

შეჯიბრებების ორგანიზატორები: ენდურო ქლაბ ჯორჯია, პიტსტოპ აკადემია.

“მოტო სეზონის გახსნა 2024” საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა, ღონისძიების გენერალური სპონსორია სპორტის ტურიზმის და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი.