ავტორიზაცია

2024 წლის ზაფხულში, კვარას და ოსიმენის სანაცვლოდ ნაპოლიმ რეკორდული შეთავაზება მიიღო

2024 წლის ზაფხულში, კვარას და ოსიმენის სანაცვლოდ ნაპოლიმ რეკორდული შეთავაზება მიიღო
თარიღი 22 Aug 2025, 17:02
ნაპოლის პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა 2024 წლის ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე და ზღაპრულ შეთავაზებაზე ისაუბრა.

"2024 წლის ზაფხულში, ხვიჩა კვარაცხლელიას და ვიქტორ ოსიმენის სანაცვლოდ, 200 მილიონ ევროზე მეტი შემოგვთავაზეს" — დე ლაურენტისი.

დე ლაურენტისმა არ დააკონკრეტა დეტალები, თუმცა, სავარაუდოდ საუბარია პარი სენ ჟერმენზე, რომელიც მზად იყოს შემტევი დუეტის სანაცვლოდ 200 მილიონ ევროზე მეტი გადაეხადა.

მაშინ, შეთანხმება ვერ შედგა, კვარაცხელია ნაპოლიში დარჩა, ხოლო ოსიმენმა კლუბი იჯარის წესით დატოვა. საბოლოო ჯამში, ნეაპოლურმა კლუბმა ორივე ფეხბურთელის სანაცვლოდ დაახლოებით 150 მილიონი ევრო მიიღო.