ოფიციალურად: თბილისში ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის ისტორიაში დასწრების რეკორდი დამყარდება!
ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის მატჩზე, რომელშიც საქართველოს ნაკრები ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში "დინამო არენაზე" ბელგიის ნაკრებს უმასპინძლებს, ტურნირის ისტორიაში თამაშზე დასწრების რეკორდი დამყარდება.
ამ შეხევედრის ყველა ბილეთი გაყიდულია. ამრიგად, საქართველოსა და ბელგიის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრას კი 54 000 გულშემატკივარი დაესწრება, რაც 21-წლამდელთა შორის პირველად მოხდა.
აქამდე რეკორდი ბარსელონას ეკუთვნოდა, სადაც 1996 წლის 31 მაისს, ესპანეთისა და იტალიის ფინალურ შეხვედრას 35 500 გულშემატკივარი დაესწრო.
რაც შეეხება საკვალიფიკაციო ეტაპის ჩათვლით მონაცემებს, რეკორდი 2023 წლის ნოემბერში სტამბოლში დამყარდა, როცა თურქეთისა და გერმანიის 21-წლამდელთა ნაკრებების დაპირისპირებას 42 000 გულშემატკივარი დაესწრო.