ავტორიზაცია

თოფურია UFC-ში კვლავ დაუმარცხებელია! - ქართველმა ემეტი უშანსოდ დაამარცხა!

თოფურია UFC-ში კვლავ დაუმარცხებელია! - ქართველმა ემეტი უშანსოდ დაამარცხა!
თარიღი 25 ივნ 2023, 02:04
რამდენიმე წუთის წინ, UFC-ის დღევანდელი ღონისძიების მთავარი ბრძოლა დასრულდა, სადაც ერთმანეთს ქართველი ილია თოფურია და ამერიკელი ემეტი შეხვდნენ.

პირველივე რაუნდიდან თოფურიამ უპირატესობა მოიპოვა, მესამე და მეოთხე რაუნდში კი ემეტი უკვე ინერციით იბრძოდა.

ყველაფერი იქითკენ მიდიოდა, რომ ქართველს ნოკაუტით უნდა მოეგო, თუმცა სიფრთხილე გამოიჩინა და წონის მე-5 ნომერთან მსაჯების გადაწყვეტილებით გაიმარჯვა.

აღსანიშნავია, რომ ილია თოფურიას UFC-ში უკვე 14 გამარჯვება აქვს და არცერთი წაგება.