ავტორიზაცია

Marca: მადრიდის რეალი დარწმუნებულია, რომ მბაპეს დამატებას ორ კვირაში შეძლებს

Marca: მადრიდის რეალი დარწმუნებულია, რომ მბაპეს დამატებას ორ კვირაში შეძლებს
თარიღი 25 ივნ 2023, 13:05
მადრიდის "რეალსა" და "პარი სენ-ჟერმენს" შორის თავდამსხმელი კილიან მბაპეს ტრანსფერზე მოლაპარაკებები გრძელდება. 

გაზეთი Marca-ს ცნობით, "სამეფო კლუბმა" გარიგების განხილვაში პროგრესის მიღწევა შეძლო.

წყაროს ცნობით, ესპანური გრანდი დარწმუნებულია, რომ გარიგების დასრულებას ორ კვირაში შეძლებს. 24 წლის ფრანგი შესაძლოა მადრიდულ გუნდს ამერიკის ტურნეზე შეუერთდეს.

საფრანგეთის ჩემპიონატის გასულ სეზონში კილიანმა 34 მატჩი ჩაატარა, 29 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.