ინტერი მზადაა მორატასთვის ბრძოლაში ჩაერთოს
"ინტერს" რომელუ ლუკაკუს საკუთარ რიგებში შენარჩუნება გაუჭირდება. "ჩელსი" ერიდება ბელგიელის იჯარით გაშვებას და "ინტერს" არ შეუძლია 30 წლის თავდამსხმელის ტრანსფერში მოთხოვნილი თანხის გადახდა.
შექმნილ ვითარებაში "ნერაძური" მზად არის განიხილონ სხვა ვარიანტები შეტევის ხაზის გასაძლიერებლად.
La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, მადრიდის "ატლეტიკოს" ფეხბურთელი ალვარო მორატა "ინტერის" რადარზეა.
La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, მადრიდის "ატლეტიკოს" ფეხბურთელი ალვარო მორატა "ინტერის" რადარზეა.
მილანური კლუბი მზადაა შეუერთდეს 30 წლის ესპანელისთვის ბრძოლას, რომელიც "მილანის" და "ალ-ჰილალის" ინტერესთა სფეროშია.