ავტორიზაცია

პსჟ-ს პრეზიდენტის სამახსოვრო საჩუქარი მესიმ ნეიმარს გადასცა, რომელმაც ის აუქციონზე გაყიდა

პსჟ-ს პრეზიდენტის სამახსოვრო საჩუქარი მესიმ ნეიმარს გადასცა, რომელმაც ის აუქციონზე გაყიდა
თარიღი 25 Jun 2023, 21:37
„პსჟ-ს“ პრეზიდენტის საჩუქარი ლეო მესის არაფერში გამოადგა.

Le Parisien-ის ინფორმაციით, ოქროსგან დამზადებული ნომერი „30“, როემლიც ნასერ ალ-ხელაიფიმ ლეო მესის „პსჟ-ში“ ბოლო მატჩის წინ გადასცა, საბოლოოდ ნეიმარის ხელში აღმოჩნდა.

ბრაზილიელმა ამ საჩუქრის გაყიდვა საქველმოქმედო აუქციონზე გადაწყვიტა და მიღებული დაახლოებით 158 ათასი ევრო გაჭირვებული ბავშვების საკუთარ ფონდში გადარიცხა.

სამახსოვრო საჩუქრის მფლობელი კი სტრიმერი Casimiro გახდა, რომელსაც საჩუქრად შესანიშნავ სასტუმროში ორი ღამე და მსახიობ დებორა სეკუსთან ვახშამიც ერგო.