ჟოტა: "რაც აქ მოვედი სულ რეალი გვაგდებს, იმედია ჯგუფში მე-3 ადგილს არ დაიკავებს და ევროპა ლიგაზე მაინც აგვცდება"
პორტუგალიელ შემტევს დიოტუ ჟოტას იმედი აქვს, რომ 2023/24-სეზონში, „ლივერპულს“ გზაზე მადრიდის „რეალი“ არ გადაეღობება.
სეზონის შედეგად მერსისაიდული კლუბი პრემიერ ლიგის მე-5 ადგილზე გავიდა და ევროპა ლიგაზე ითამაშებს.
„ვულვერჰემპტონში ყოფნისას, ევროპა ლიგაზე უკვე ნათამაშები მაქვს. მიუხედავად იმისა, რომ ფანები ჩემპიონთა ლიგას არიან მიცვეულები, რის გამოც ევროპა ლიგაზე თამაში კლასში დაქვეითების შთაბეჭდილებას ტოვებს, ეს მაინც პრესტიჟული ტურნირია.
ჩვენ მის მოსაგებად ყველაფერს გავაკეთებთ. შეიძლება, „რეალმა“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში მე-3 ადგილი დაიკავოს და როგორღაც, გზაზე მაინც გადაგვეღობოს.
ჩემი აქ მოსვლის შემდეგ, ჩემპიონთა ლიგაზე მუდმივად მადრიდის „რეალთან“ ვმარცხდებით. ასე რომ დიდი იმედი მაქვს, რომ ეს გუნდი ევროპა ლიგაზე მაინც აგვცდება.“, - აღნიშნა ჟოტამ.

2020/21-სეზონში „რეალმა" „ლივერპული" მეოთხედფინალში დაამარცხდა, 2021/22-ში ფინალში, 2022/23-ში კი - მერვედფინალში.