ავტორიზაცია

ლეო მესი: "ფეხბურთში მისაღწევი აღარაფერი მაქვს, ყველაფერი მოვიგე"

ლეო მესი: "ფეხბურთში მისაღწევი აღარაფერი მაქვს, ყველაფერი მოვიგე"
თარიღი 25 ივნ 2023, 23:58
ლეო მესიმ არგენტინის ნაკრების მიერ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მოგება გაიხსენა.

„თანაგუნდელების გარდა, ბევრი ადამიანი ბედნიერი იყო იმით, რომ მე გავხდი მსოფლიო ჩემპიონატი. ქომაგებს ნაწილობრივ ჩემ გამო უნდოდათ არგენტინის ჩემპიონობა.

გასაკვირი იყო, რომ ყველაფერი სწორედ ასე მოხდა და მადლობა ღმერთს, რომ ეს ასრულდა. ჩვენ მსოფლიო ჩემპიონები ვართ, მათ შორის - მეც.

მსოფლიო ისტორიაში ახლა კიდევ ერთი ვარსკვლავი შეგვემატა. მე პირადად, მისაღწევი აღარაფერი მაქვს, ყველაფერი მოვიგე.“, - აღნიშნა „ინტერ მაიამის“ და არგენტინის ნაკრების შემტევმა.