მანჩესტერმა ტრანსფერზე 12 ფეხბურთელი დააყენა - რამდენად იყიდებიან სანჩო და მაგუაიერი?

„მანჩესტერ იუნაიტედი" მზადაა 12 ფეხბურთელის თაობაზე მოისმინოს შეთავაზებები.
როგორც Daily Mail წერს, მანკუნიანელები სატრანსფერო ბიუჯეტის გაზრდის მიზნით, ფეხბურთელების გაყიდვას აპირებენ.
ამგვარად, კლუბი ჯეიდონ სანჩოს 45 მილიონ ევროდ აფასებს, ჰარი მაგუაიერს - 40 მილიონად, ანტონი მარსიალს 25-ად, სკოტ მაკტომინეის 40-ად, ფრედს, დონი ვან დე ბეკს და ანტონი ელანგეს კი - თითოს 20 მილიონად.
ალექს ტელეშის ფასი 10 მილიონია, ერიკ ბაილის - 2 მილიონი, ბრენდონ უილიამსი 5 მილიონად იყიდება, ანიბალ მეჯბრი კი - 13 მილიონად.
გარდა ამისა, კლუბი არ გამორიცხავს დინ ჰენდერსონის „ნოტინგემში" 15 მილიონ ფუნტად გაყიდვასაც, მაგრამ დე ხეას მომავლის გაურკვევლობის გამო, „იუნაიტედი" ჯერჯერობით თავს იკავებს.