ოფიციალურად: მოდრიჩმა მადრიდის რეალთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

ხორვატმა ნახევარმცველმა ლუკა მოდრიჩმა მადრიდის "რეალთან" კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა. ამის შესახებ "სამეფო კლუბის" ოფიციალური ვებ-გვერდი იტყობინება.
2022/2023 წლების სეზონში, რომელიც დასრულდა, ნახევარმცველმა მადრიდული კლუბის რიგებში 51 მატჩი ჩაატარა, რომელშიც ექვსი გოლი გაიტანა და ექვსი საგოლე გადაცემა გააკეთა.
მადრიდის "რეალმა" 2022/2023 წლების ესპანეთის ლა ლიგის გათამაშებაში მეორე ადგილი დაიკავა.

ჩემპიონთა ლიგაზე გუნდი ნახევარფინალში გავიდა, სადაც მანჩესტერ "სიტისთან" დამარცხდა.