მანჩესტერ იუნაიტედი მზად არის სანჩო გაყიდოს და სატრანსფერო ფასიც დაასახელა
ინგლიელმ შემტევმა ჯედონ სანჩომ შესაძლოა მანჩესტერ "იუნაიტედი" მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაში დატოვოს.
ტაბლოიდის Daily Mail-ის ინფორმაციით, მანკუნიელები მზად არიან ფეხბურთელი გაუშვან.
"წითელი ეშმაკები" გარემარბს გაყიდიან, თუ მას შესთავაზებენ 45 მილიონ ფუნტს (52,5 მილიონი ევრო).
"წითელი ეშმაკები" გარემარბს გაყიდიან, თუ მას შესთავაზებენ 45 მილიონ ფუნტს (52,5 მილიონი ევრო).
23 წლის ფეხბურთელი მანჩესტერულ გუნდში 2021 წლის ზაფხულიდან თამაშობს.
სანჩომ გასულ სეზონში მანჩესტერ "იუნაიტედის" მაისურით 41 მატჩი ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა გააკეთა.