ტაეკვონდო: ზურაბ კინწურაშვილი ევროპული თამაშების გამარჯვებულია

გუშინ, პოლონურ მიმდინარე ევროპულ თამაშებზე საქართველოს ტაეკვონდოს ნაკრების წევრმა, ზურაბ კინწურაშვილმა (-74 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა.
21 წლის მებრძოლმა პირველ შეხვედრაში ირლანდიელი დილანდი ნსილუ 2-0 დაამარცხა, მეორე ეტაპზე მსოფლიო ჩემპიონ ესპანელ დანიელ ბარერას შეხვდა და 2:0 სძლია.
21 წლის მებრძოლმა პირველ შეხვედრაში ირლანდიელი დილანდი ნსილუ 2-0 დაამარცხა, მეორე ეტაპზე მსოფლიო ჩემპიონ ესპანელ დანიელ ბარერას შეხვდა და 2:0 სძლია.
ნახევარფინალში კინწურაშვილის მეტოქე მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი სერბი სტეფან ტაკოვი იყო, რომელსაც ასევე 2:0 მოუგო.
ფინალურ შეხვედრაში კი ქართველი მებრძოლი ოქროს მედლისთვის დაპირისპირებაში ბოსნიელი ნეძად ჰუზიჩი 2:0 დაამარცხა და ევროპული თამაშების გამარჯვებული გახდა.