მილანი იკარდით ინტერესდება - პსჟ-მ ფასი დაასახელა, მაგრამ ერთი დაბრკოლება მაინც არსებობს
მაურო იკარდი შესაძლოა „მილანს“ შეუერთდეს.
Sport mediaset-ის ინფორმაციით, „პსჟ" მზად არის ფორვარდი 15-20 მილიონ ევროდ გაყიდოს და „როსონერისთვის“ ეს პრობლემა არ იქნება, განსხვავებით ფეხბურთელის მაღალი ხელფასისა.
არგენტინელი წლიურად 7 მილიონ ევროს იღებს და სერია ა-ში დასაბრუნებლად სერიოზულ დათმობაზე მოუწევს წასვლა.
თავად იკარდი საუდის არაბეთში წასვლას არ აპირებს, მიუხედავად იქიდან მიღებული სარფიანი შემოთავაზებისა. მას ამჟამად ხელზე აქვს „გალათასარაის“ ვარიანტი, რომელშიც მან ეს სეზონი იჯარით გაატარა და 24 მატჩში 22 გოლი გაიტანა.
ჟურნალისტის ალესანდრო სკიავონეს ინფორმაციით, იკარდი „მილანის“ ზარს ელოდება და სწორედ ამ გუნდში სურს გადასვლა, მიუხედავად იმისა, რომ თავის დროზე „ინტერის“ კაპიტანი იყო.