უდიდესი ალბათობით, უეფა იუვენტუსს ერთწლიანი დისკვალიფიკაციით დასჯის
უეფა ტურინის „იუვენტუსს" არ ეშვება.
მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზაციასთან სკანდალის თავიდან არიდების მიზნით, „იუვენტუსმა" სუპერლიგიდან გასვლა ოფიციალურად დაადასტურა, უეფასგან ერთწლიანი სასჯელი, როგორც ჩანს, კლუბს მაინც არ ასცდება.
ამრიგად, თუ La Gazzetta dello Sport-ს დავუჯერებთ, უეფა „იუვენტუსს" ევროთასებიდან ერთწლიან დისკვალიფიკაციას, ფინანსური მაქინაციების გამო მიუსჯის.
ეს იმას ნიშნავს, რომ დიდი ალბათობით, „იუვენტუსი" მომდევნო სეზონში კონფერენც ლიგაზე ვერ ითამაშებს, რომელზე მონაწილეობაც, სერია ა-ში 10 ქულის დაკლების მიუხედავად მოიპოვა.
ჯერჯერობით არ არის ცნობილი, ვინ შეცვლის ამ ტურნირზე „იუვენტუსს" და ეს ინფორმაცია სასჯელის ოფიციალურად დადასტურების შემდეგ გაირკვევა, მაგრამ სავარაუდოდ, ეს სერია ა-ში მერვე ადგილზე გასული „ფიორენტინა" იქნება.