ჯეკოსა და ფენერბახჩეს სხვა ლეგიონერებს რუსეთში წასვლა არ სურთ - ტურნირზე ქართველების გუნდებიც ითამაშებენ
სტამბულის "ფენერბახჩეს" ლეგიონერებს წინასასეზონო ტურნირზე წასვლა არ სურთ, რომელიც ამ ზაფხულს რუსეთში გაიმართება. ამის შესახებ Fotospor-ის იტყობინება.
ივლისის პირველ ნახევარში სანქტ-პეტერბურგი PARI-ის პრემიერ თასს უმასპინძლებს, რომელსაც "ზენიტი", "ფენერბახჩე", "ცრვენა ზვეზდა" და ბაქოს "ნეფთჩი" იასპარეზებენ.

როგორც მოგეხსნებათ, სერბულ "ცრვენა ზვეზდაში" ირაკლი აზაროვი, ხოლო ბაქოს ნეფთჩის" რიგებში საბა კვირკველია და ვატო არველაძე გამოდიან.
როგორც წყარო აღნიშნავს, "ფენერბახჩეს" ბოსნიელ ფორვარდს ედინ ჯეკოს რუსეთში წასვლა და ამ შეჯიბრებებში მონაწილეობა არ სურს.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს თავდამსხმელმა უარი თქვა რუსეთის ნაკრებთან საკონტროლო მატჩში მონაწილეობაზე, რომელიც მოგვიანებით გაუქმდა.