ავტორიზაცია

ბაიერნი კიმ მინ ჯეს გამოსასყიდ თანხას მას შემდეგ გადაიხდის, რაც ერნანდესს გაყიდის

ბაიერნი კიმ მინ ჯეს გამოსასყიდ თანხას მას შემდეგ გადაიხდის, რაც ერნანდესს გაყიდის
თარიღი 27 Jun 2023, 14:13
მიუნხენის "ბაიერნი" აგრძელებს "ნაპოლის" ცენტრალურ მცველ კიმ მინ ჯეს გაფორმების მცდელობებს. 

ჟურნალისტ მარკო ჯორდანოს თქმით, თომას ტუხელის გუნდი სამხრეთ კორეელის კომპენსაციის გადახდას არ ჩქარობს.

წყარო ამბობს, რომ "ბაიერნი" მოქმედებაში გადავა, როცა მცველ ლუკ ერნანდესს "პსჟ"-ს მიყიდის, რაც კიმ მინ ჯეს ტრანსფერის განხორციელებაში დაეხმარება. 

"ნაპოლის" მცველს ინგლისის პრემიერლიგის გუნდებიც აკვირდებიან, თუმცა ტრანსფერის ფავორიტი ჯერჯერობით "ბაიერნია".