ავტორიზაცია

კულიბალი: "მხოლოდ იმას ვნანობ, რომ კვარაცხელიასთან ერთად ვერ ვითამაშე"

კულიბალი: "მხოლოდ იმას ვნანობ, რომ კვარაცხელიასთან ერთად ვერ ვითამაშე"
თარიღი 27 ივნ 2023, 17:32
საუდის არაბეთის "ალ-ჰილალის" ახალწვეულმა კალიდუ კულიბალიმ იტალიურ მედიას ინტერვიუ მისცა.

სენეგალელმა ინტერვიუში აღნიშნა, რომ "ნაპოლის" დატოვებას საჩემპიონო სეზონის წინ არ ნანობს და მხოლოდ იმაზე სწუხს, რომ ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად ვერ ითამაშა.

"ბევრმა მითხრა, რომ ნაპოლი არასწორ დროს დავტოვე, მაგრამ ძალიან მჯერა ბედისწერის და ალბათ, ასე უნდა მომხდარიყო.

მხოლოდ იმაზე ვწუხვარ, რომ კვარაცხელიასთან ერთად ვერ ვითამაშე. ვნანობ, რადგან კარგი იქნებოდა. “, - თქვა კულიბალიმ.

შეგახსენებთ, რომ კალიდუ კულიბალიმ გასული სეზონი "ჩელსიში" გაატარა.