ისტორია დაიწერა! საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები მეოთხედფინალშიააააააააა!

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალშია!!!
ჯგუფური ეტაპის მე-3 რაუნდში ჩვენი ბიჭები „დინამო არენაზე" ნიდერლანდების ნაკრებს დაუპირისპირდა და ფრე 1:1 ითამაშა. ამ შედეგმა საქართველოს ნაკრებს 5 ქულით ჯგუფში პირველი ადგილის და მეოთხედფინალში გასვლის შესაძლებლობა მისცა.
პარალელურ შეხვედრაში პორტუგალიამ ბელგიას 2:1 მოუგო, 4 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზე გავიდა.
ამრიგად, არსებობის ისტორიაში პირველად საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები 1/4-ფინალში გავიდა, სადაც ან ისრაელს, ან გერმანიას ან ჩეხეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.
ჩვენი მეოთხედფინალური მეტოქე ხვალ, 28 ივნისს გაირკვევა.