2025/26 წლების სეზონის ევროტურნირები ქართული კლუბების გარეშე ჩაივლის

დღეს, კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპს სამი ქართული კლუბი, გორის დილა, თბილისის სპაერი და ქუთაისის ტორპედო გამოეთიშნენ.
დილამ გორში რიგას უმასპინძლა — მატჩი დაძაბული გამოდგა, ფრედ 3-3 დასრულდა და ორი მატჩის ჯამში შემდეგ ეტაპზე ლატვიელები გავიდნენ. სპაერი თბილისში ავსტრიასთან 0-4, ხოლო ტორპედო ქუთაისში ომონიასთან 0-4 განადგურდა.
ორი დღის წინ, კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპს იბერიაც გამოეთიშა და 2025/26 წლების სეზონის ევროტურნირები ქართული კლუბების გარეშე ჩაივლის.