ვინ იქნება საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მეტოქე 1/4 ფინალურ ეტაპზე?

საქართველოს 21-წლმდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე წარმატებულ ასპარეზობას აგრძელებს და 5 ქულით ჯგუფიდან გავიდა.

ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ იქნება მათი მეტოქე 1/4 ფინალურ ეტაპზე და ყველაფერი დღეს გაირკვევა.
ამჟამინდელი სურათით, ჩვენი მეტოქე ჩეხეთი იქნება, რადგან ჯგუფში მეორე ადგილს იკავებენ.
ინგლისის ნაკრები С ჯგუფის ლიდერია და ბოლო ტურში ისინი გერმანიასთანაც უპირობო ფავორიტები არიან.
შესაბამისად, დიდი ალბათობით, საქართველოს ნაკრები ჩეხეთსა და ისრაელს შორის გამარჯვებულს შეხვდება.
