ავტორიზაცია

რას წერენ უცხოელები საქართველოს ნაკრების ისტორიულ წარმატებაზე?

რას წერენ უცხოელები საქართველოს ნაკრების ისტორიულ წარმატებაზე?
თარიღი 28 ივნ 2023, 01:52
საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ისტორიული შედეგი დააფიქსირა და 1/4 ფინალში გავიდა.

რამაზ სვანაძის გუნდმა ერთი მატჩი მოიგო, ორი ფრედ დაასრულა, ჯგუფში 5 ქულა დააგროვა და მეტოქის მოლოდინშია.

ეს წარმატებას უეფას ოფიციალურმა გვერდმა ქართველებს მიულოცა, რასაც უცხოელების კომენტარები მოჰყვა.

ისინი გაკვირვებულები არიან იმით, რომ საქართველოს ნაკრებმა ასე ითამაშა. გთავაზობთ რამდენიმე კომენტარს.

"ყველაზე რთული ჯგუფი ეს იყო და საქართველომ პირველი ადგილი დაიკავა."

"გულშემატკივარმა ქართველების წარმატებაში დიდი როლი ითამაშა"

"არ მეგონა, თუ კვარაცხელიას გარეშე ისინი ჯგუფიდან გავიდოდნენ"

"კვარაცხელიას გარდა, საქართველოს კიდევ ბევრი ტალანტი ჰყოლია"

"დავითაშვილი მისი ბავშვობის მეგობრის, ხვიჩას ამპლუაში მოგვევლინა"

"საქართველოს ნაკრებმა ყველა გააოცა"