რა დროს ატარებს ტელეფონში, ვისგან ელის აქტიურობას და რა არის მისი საიდუმლო - ფაბრიციო რომანოს ექსკლუზიური ინტერვიუ Flashscore-სთან
18 მილიონი ინსტაგრამზე, 16 მილიონი ტვიტერზე - ეს ფაბრიციო რომანოს (30 წლის) გამომწერთა რიცხვია, დღესდღეობით ყველაზე ცნობილი საფეხბურთო ჟურნალისტის. ინსაიდერის, რომელმაც ყველა ტრანსფერის შესახებ იცის და ყველაფერს ბოლო წლებში პოპულარობით მომატებულ ფანებს უზიარებს. მისი ცნობილი “Here we go”, რომლითაც ის ტრანსფერის დახურვას აანონსებს, ძალიან პოპულარული გახდა.
Flashscore-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში, რომანომ თავისი დატვირთული ცხოვრების სტილის შესახებ გახსნილად ისაუბრა.
„იმედია, ჩვენი ინტერვიუს დროს, რაიმე მნიშვნელოვან ტრანსფერს არ გამოვტოვებ.“ - ასე დაიწყო ინტერვიუ იტალიელმა. „საკუთარ ყველა სოციალურ მედია არხებს პირადად ვმართავ, შესაბამისად შეიძლება მართლა მოხდეს, რომ სანამ ინტერვიუს ვწერთ, რაიმეს გამოვტოვებ. იმედია, გამიმართლებს და არაფერი მოხდება.“
ფაბრიციო, სულ გვაინტერესებდა, დღიურად ტელეფონში რა დროს ატარებ?
ეს დღიდან დღემდე განსხვავდება. ზოგჯერ, მართლა სიგიჟეები ხდება და შეიძლება, ტელეფონში 18 საათი გავატარო. როგორც კი სატრანსფერო ფანჯარა იხსნება, მთელი დღე სმარტფონში ვარ.
ასეთ დღეებში არ მრჩება არანაირი დრო საკუთარ ჰობიზე ან ოჯახზე, მხოლოდ ვმუშაობ. საბედნიეროდ, ყველამ ჩემს გარშემო იცის, რომ ეს სამსახური ასეთ თავდადებას მოითხოვს და ამას ყველა პატივს სცემს.
და რამდენ ხანს გძინავს?
სატრანსფერო პერიოდებში, არც ისე ბევრი. ზოგჯერ სამი საათი, ზოგჯერ ხუთი. წინასწარ არასდროს ვიცი, რა შეიძლება მოხდეს და რა დროით მოვახერხებ დაძინებას. თუმცა, სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში, საშუალოდ დღე-ღამეში ოთხი საათი მძინავს.
სოციალურ მედიაში მილიონობით ადამიანი მოგყვება და ყველაფერი, რასაც პოსტავ, იმ კლუბის გულშემატკივრებში დიდ ინტერესს იწვევს. ოცნებაში ცხოვრობ?
მართლა არასდროს მიოცნებია იმდენ გამომწერზე, რამდენიც ახლა მყავს. როცა ამ საქმეს ვიწყებდი, სიტყვა „გამომწერი“ ამჟამინდელი მნიშვნელობით არც გამოიყენებოდა.
ჩემი ოცნება ერთ-ერთ წამყვან გაზეთში წერა ან ტელევიზიაში მუშაობა იყო. ყოველთვის მინდოდა, ხალხისთვის დადებითი ინფორმაცია გამეზიარებინა და მნიშვნელოვანი საქმე გამაკეთებინა. ყველაზე მეტად მახარებს, როცა ქომაგებს ჩემი პოსტი უხარიათ, ან როცა ახარებთ ახალი ფეხბურთელის მოსვლა, ვინმეს კონტრაქტის გახანგრძლივება. უდიდესი პრივილეგიაა, ხალხს სიხარულს ანიჭებდე.
გულწრფელად ვამბობ, არასდროს მიოცნებია ამ დონეზე განვითარებაზე, მაგრამ ხალხისთვის პოზიტიური მესიჯების გაგზავნა ყოველთვის ჩემი ოცნება და მიზანი იყო.
ბევრ ადამიანს აინტერესებს, საიდან იღებ ყველა ამ ინფორმაციას...
არასდროს ვფიქრობ, რამდენი წყარო მყავს და მჭირდება თუ არა უფრო მეტი. მე უბრალოდ დინებას მივყვები.
ჩემი საიდუმლოა: ახალი ხალხის გაცნობა, მათთან კომუნიკაციის დამყარება და ურთიერთობის შენარჩუნება იმ ადამიანებთან, ვისაც 15 წელია ვიცნობ. მთავარი ხრიკია - შენი კომუნიკაცია სწორად გამოიყენო, ამას წინასწარ ვერ დაგეგმავ.
ჩემ თავს ნამდვილად არ ვეუბნები, რომ „რეალიდან“ ან „ჩელსიდან“ დღეს ვინმეს აუცილებლად უნდა შევხვდე. უბრალოდ, მე ვიცნობ ვიღაცას, ვინც შეიძლება სხვას დამაკავშიროს, ეს დომინოს ეფექტს ჰგავს.
ვცდილობ, კარგი ურთიერთობა შევინარჩუნო ნაკლებად ცნობილი ფეხბურთელების აგენტებთანაც და ვარსკვლავების წარმომადგენლებთანაც. ყველას ვურეკავ, ველაპარაკები. სიმართლე გითხრათ, ყველაზე დიდი და მასიური ინფორმაცია უფრო პატარა წყაროებისგან გამიგია. ამიტომაც, ჩემი კონტაქტების სფეროში, პატივს ყველას ვცემ.
მოდით, უშუალოდ ფეხბურთზე გადავიდეთ. შენი აზრით, ვინ იქნება სატრანსფერო ბაზარზე ყველაზე აქტიური ამ ზაფხულს?
მე „ჩელსისგან“ კვლავ დიდ აქტიურობას ველი, რომელსაც ბევრი ფეხბურთელი ჰყავს გასაყიდი, ეს მათთვის უმნიშვნელოვანესია. ამის შემდეგ, მათ შეძენაც შეეძლებათ.
ვფიქრობ, ისინი ახალი მეკარის ან მცველის დამატებას შეეცდებიან, თუმცა შეიძლება იჯარიდან ქოლვილიც დაიბრუნონ. ასევე, მათ სულ მცირე ერთი, ან ორი ახალი ნახევარმცველი სჭირდებათ. ამიტომ მგონია, რომ დატვირთულები იქნებიან.
შემდეგ რა თქმა უნდა „ბარსელონა“, რომელსაც ბევრი ახალი ფეხბურთელი სჭირდება და ასევე დატვირთული ზაფხული ექნებათ.
წინა სეზონთან შედარებით, ყველაზე დიდ პროგრესს რომელი გუნდისგან ელოდები?
ბევრს ველი „ლივერპულისგან“. მათი პერფომანსი გასულ სეზონში წარუმატებელი იყო, მაგრამ ისინი ცოტა უიღბლოებიც იყვნენ, ბევრი ტრავმა ჰქონდათ და უიღბლო სეზონი გამოუვიდათ, ესეც ფეხბურთის ნაწილია და ხდება ხოლმე.
შემდეგი სეზონი სხვანაირი უნდა იყოს, მაკ ალისტერი პატარა თანხად დიდი გაძლიერებაა და ძალიან დაეხმარებათ. ვფიქრობ, მთლიანად გუნდი სხვა ენერგიით ითამასებს და ეს მათთვის მნიშვნელოვანი სეზონი იქნება.
რა რჩევას მისცემდით ადამიანებს, რომლებიც თქვენნაირად, საფეხბურთო ინსაიდერობაზე ოცნებობენ?
ერთადერთი გამოსავალი - დიდი შრომაა. დღეს, მედიის დამსახურებით, ბევრი შანსი ჩნდება. როცა ვიწყებდი, ძალიან ცოტა ჩვენგანს შეეძლო ხალხისთვის ხმის მიწვდება - ახლა ყველას უფრო მეტი შანსი აქვს საკუთარი ნიჭის წარმოსაჩენად.
თუმცა, როგორც ვთქვი, ყურადღება დაუთმეთ შრომას. ისევე, როგორც ფეხბურთელების შემთხვევაში - როცა კარგად იწყებ საქმის კეთებას, არ უნდა მოდუნდე. პირიქით, უნდა იშრომო და საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია გახდე.
კონტაქტების გაჩენა და დამყარება ხანგრძლივი შრომაა, მაგრამ ნამდვილად არა მიუღწეველი. რამდენიმე ჩემი მეგობარი მაშინ გავიცანი, როცა ისინი იტალიის მე-3 დივიზიონში იყვნენ, ახლა კი მსოფლიოს უდიდესი კლუბების სათავეში დგანან.
ასე რომ კი, ყველაფერი მიღწევადია, უბრალოდ სათანადოდ უნდა იბრძოლო.“ - აღნიშნა ფაბრიციომ Flashscore-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში.