ვაისი: "იმედი მაქვს, რომ საქართველოს ნაკრები ფინალში გავა ან ჩემპიონი გახდება"
როგორც მოგეხსნებათ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი დაძლია და ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში გავიდა.
ამ თემასთან დაკავშირებით საქართველოს ნაკრების ყოფლმა მწვრთნელმა და ამჟამად, ბრატისლავას "სლოვანის" თავკაცმა ვლადიმირ ვაისმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში ისაუბრა.
უეფას 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის 24-ე გამოშვება რუმინეთსა და საქართველოში 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით იმართება.
"საქართველოს 21-წლამდელთა ნამრები ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალურ ეტაპე იმიტომ გავიდა, რომ ძალიან კარგი გუნდი და მოთამაშეები ჰყავთ.
საქართველოში ბოლო წლებში ძალიან კარგად მუშაობენ ახალგაზრდა ფეხბურთელებთან, ააშენეს ბევრი აკადემია და სტადიონი, აქვთ კარგი ინფრასტრუქტურა.
ახალგაზრდულ გუნდში თამაშობენ ფეხბურთელები, რომლებმაც უკვე ითამაშეს პირველ გუნდში, ძალიან ძლიერი შემადგენლობაა შეკრებილი.
ახალგაზრულ ნაკრებს ხვიჩა კვარაცხელია და ორიოდე ფეხბურთელი რომ შეერთებოდნენ, უფრო ძლიერები იქნებოდნენ.
ახალგაზრულ ნაკრებს ხვიჩა კვარაცხელია და ორიოდე ფეხბურთელი რომ შეერთებოდნენ, უფრო ძლიერები იქნებოდნენ.
ვიმედოვნებ, რომ საქართველო ფინალში გავა ან მოიგებს ტურნირს, რადგან ისინი საშინაო არენაზე თამაშობენ, სადაც წარმოუდგენელი გულშემატკივრები არიან, რომლებიც მათ დიდ ძალას აძლევენ. ყველაფერი შესაძლებელია. “, - განუცხადა ვაისმა Metaratings.ru-ს .
უეფას 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის 24-ე გამოშვება რუმინეთსა და საქართველოში 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით იმართება.
საქართველოს ნაკრებმა A ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და სამ მატჩში 5 ქულა მოაგროვა. ნაკრებმა პორტუგალია (2:0) დაამარცხა და ბელგიასთან (2:2) და ნიდერლანდებთან (1:1) ფრედ ითამაშა.