ავტორიზაცია

ჟორჟინიო: "თავიდან, არსენალში მეორე ადგილს ყველა ხელს მოაწერდა, მაგრამ პირველობის დაკარგვა - მტკივნეული და მწარეა"

ჟორჟინიო: "თავიდან, არსენალში მეორე ადგილს ყველა ხელს მოაწერდა, მაგრამ პირველობის დაკარგვა - მტკივნეული და მწარეა"
თარიღი 28 Jun 2023, 21:54
„არსენალის" ნახევარმცველმა, ჟორჟინიომ, რომელიც გუნდს იანვარში „ჩელსიდან" შეუერთდა, გასული სეზონი შეაჯამა.

„არსენალში ბედნიერი ვარ. არ ვიცი, ვინ უშვებს სხვადასხვა ჭორებს, მაგრამ აქ ყველაფერი მაკმაყოფილებს.

ტიტულის დაკარგვა მტკივნეულია. რა თქმა უნდა, სეზონის დასაწყისში არავის ეგონა, რომ „არსენალი" დაიკავებდა იმ პოზიციას, რომელიც საბოლოოდ დაიკავა. თავიდან ყველა მოაწერდა ხელს მეორე ადგილს, დაუფიქრებლად.

თუმცა, როცა დიდხანს პირველზე იყავი და პირველობისთვის იბრძოდი, შემდეგ მისი დაკარგვა - მტკივნეული და მწარეა.

ვფიქრობ, ბევრი რამ ვისწავლეთ, ეს ჩვენთვის გაკვეთილი იყო. მომდევნო სეზონში კიდევ უფრო უკეთ შევძლებთ გამოსვლას.

კლუბს ჩემპიონთა ლიგაზე დიდი ხანია არ უთამაშია. ყველა აღელვებულია და მოუთმენლად ელოდებიან ვარსკვლავებიანი ბურთით თამაშს. საოცარი სეზონი გველის.", - აღნიშნა ჟორჟინიომ.