ოფიციალურად: გიორგი ლორია საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნდა

რამდენიმე დღის წინ, "ანორთოსისის" ოფიციალურმა გვერდმა გიორგი ლორიას გუნდიდან წასვლა დაადასტურა.
დღეს კი, "დინამო თბილისმა" საქართველოს ნაკრების მეკარე წარადგინა და სეზონის მეორე ნახევრიდან ლორია მშობლიურ კლუბში ითამაშებს.
შეგახსენებთ, რომ "დინამო თბილისი" ეროვნულ ლიგაში მე-4 ადგილს იკავებს, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე კი 'ასტანას" ხვდება.
რაც შეეხება ლორიას, მისი კარიერის სტარტი სწორედ "დინამო თბილისს" უკავშირდება, სადაც 9 წელი გაატარა.