ჰოლანდი, მბაპე, ვინისიუსი და სხვები - Transfermarkt-მა ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების სიმბოლური გუნდი შეადგინა

„მანჩესტერ სიტის" სამი ფეხბურთელი მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებს შორის მოხვდა.
Transfermarkt-ის მიერ შედგენილ გუნდში ერლინგ ჰოლანდი, ფილ ფოდენი და რუბენ დიაში აღმოჩნდნენ.
სიმბოლურ გუნდში მეკარედ დიოგუ კოშტა შეირჩა. მის გარდა 45 მილიონი ევრო კიდევ სამი მეკარე - მაიკ მენიო, ჯანლუიჯი დონარუმა და ტიბო კურტუა ღირს, მაგრამ პორტუგალიელი მათ შორის ყველაზე ახალგაზრდაა.
თერთმეტეულის საერთო ფასი 1.25 მილიარდ ევროს შეადგენს.
მეკარე: დიოგუ კოშტა (პორტუ, 45 მლნ ევრო)
მცველები: იოშკო გვარდიოლი (ლაიპციგი, 75 მლნ ევრო), რუბენ დიაში (მან სიტი, 80 მლნ ევრო), მატეის დე ლიგტი (ბაიერნი, 75 მლნ ევრო)
ნახევარმცველები: ჯუდ ბელინგემი (რეალი, 120 მლნ ევრო), ჯამალ მუსიალა (ბაიერნი, 110 მლნ ევრო), ფილ ფოდენი (მან სიტი, 110 მლნ ევრო), ბუკაიო საკა (არსენალი, 120 მლნ ევრო), ვინისიუსი (რეალი, 150 მლნ ევრო)
თავდამსხმელები: კილიან მბაპე (პსჟ, 180 მლნ ევრო), ერლინგ ჰოლანდი (მან სიტი, 180 მლნ ევრო).