ლივერპულის ინტერესებში ოთხი ნახევარმცველი მოხვდა, ერთზე გუნდმა განსაკუთრებით უნდა იჩქაროს
ალექსის მაკ ალისტერის ტრანსფერის შემდეგ, „ლივერპული" გაჩერებას არ აპირებს და ნახევარდაცვის კიდევ უფრო გადახალისებას აპირებს.
Sky Sports-ის ინფორმაციით, მერსისაიდელები „ლაიპციგის" შემტვი ნახევარმცველის, დომინიკ სობოსლაის წარმომადგენლებს შეხვდნენ. 22 წლის ფეხბურთელს აქტიურად „ნიუკასლიც" აკვირდება.
უნგრელი ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა 70 მილიონ ევროს შეადგენს, თუმცა მხოლოდ 30 ივნისამდეა აქტიური და „ლივერპულმა" უნდა იჩქაროს.
გარდა ამისა, კლოპის გუნდის ინტერესებში ნიკოლო ბარელა (ინტერი), რაიან გრავენბერხი (ბაიერნი) და კეფრენ ტურამი (ნიცა) არიან.