ცნობილია, რაზე ვერ თანხმდებიან მილანი და ჩელსი პულიშიჩის ტრანსფერში
„მილანი" „ჩელსის" ამერიკელი შემტევის, კრისტიან პულიშიჩის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს.
La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, იტალიურ კლუბს ამერიკელ ვინგერში 15 მილიონ ევროზე მეტის გადახდა არ სურს, მაშინ როდესაც ლონდონელები 20 მილიონ ევროზე მეტს ითხოვენ. ამის გამო, მხარეები ჯერ შეთანხმებამდე ვერ მიდიან.
თავად ფეხბურთელი „მილანში" გადასვლის ხათრით მზადაა ხელფასი დაიკლოს. ამჟამად, ის „ჩელსიში" წლიურად 4 მილიონ ევროს იღებს.
ამ ზაფხულს „როსონერიმ" „ჩელსის" ერთი ფეხბურთელის ტრანსფერი უკვე თითქმის დახურა - ინგლისელი ნახევარმცველი რუბენ ლოფტუს ჩიკი, კარიერას „სან სიროზე" გააგრძელებს.