ავტორიზაცია

2026 წლის ძიუდოს ევროპის ჩემპიონატი თბილისში ჩატარდება

2026 წლის ძიუდოს ევროპის ჩემპიონატი თბილისში ჩატარდება
თარიღი 01 მაი 2024, 16:45
საქართველოს ძიუდოს ფედერაციასა და ევროპის ძიუდოს კავშირს შორის შეთანხმება შედგა - 2026 წლის ევროპის ჩემპიონატი თბილისში ჩატარდება.

აღნიშნული გადაწყვეტილება 2024 წლის ძიუდოს ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ მიიღეს და მხარეებმა კონტრაქტს ხელი ზაგრებშივე მოაწერეს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ძიუდოს ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის გამოცდილება აქვს - ტურნირი თბილისის სპორტის სასახლეში 2009 წელს გაიმართა.