2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი - შეცვლილი საკვალიფიკაციო ეტაპი და საქართველოს პოტენციური მეტოქეები
საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიიფიკაციო ეტაპისთვის ემზადება.
ვილი სანიოლის გუნდი ერთა ლიგიდან 2026 წელს გასამართ ტურნირზე ვერ მოხვდა, თუმცა წინ საკვალიფიკაციო ეტაპი გველოდება. უკვე ცნობილია ჩვენი პოტენციური მეტოქეები და წილისყრის თარიღიც.
ფიფას გადაწყვეტილებით, ტრადიციული საკვალიფიკაციო ეტაპი შეიცვალა: ამიერიდან, ევროპული ნაკრებები არა 10, არამედ 12 ჯგუფში გადანაწილდებიან. გაკეთედება ხუთ და 4-გუნდიანი ჯგუფები. ჯგუფები, სადაც 5 გუნდი იქნება წარმოდგენილი, საკვალიფიკაციო ეტაპს 2025 წლის მარტში დაიწყებენ, ხოლო ჯგუფები, სადაც 4 გუნდი იქნება, მსოფლიო ჩემპიონატის საგზურისთვის ბრძოლას სექტემბერში დაიწყებენ. ჯგუფური ეტაპი 2025 წლის ნოემბერში დასრულდება.
საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოვლინდება 12 გამარჯვებული (პირველადგილოსნები), რომლებიც მსოფლიო ჩემპიონატზე პირდაპირ გავლენ. რაც შეეხება ჯგუფში მეორე ადგილზე გასულ ნაკრებებს: ისინი ერთა ლიგის 2024/25 სეზონის ჯგუფური ეტაპის ოთხი საუკეთესო რეიტინგის მქონე გუნდის წინააღმდეგ ფლეიოფს ითამაშებენ, სადაც მსოფლიო ჩემპიონატის კიდევ 4 საგზური გათამაშდება.

საქართველოს ეროვნული ნაკრები მესამე კალათაშია წარმოდგენილი. იხილეთ ჩვენი პოტენციური მეტოქეები ყველა კალათიდან:
ჯგუფური ეტაპის წილისყრა 13 დეკემბერს, თბილისის დროით 14:00 საათზე გაიმართება.
მსოფლიო ჩემპიონატზე სულ 48 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. ტურნირი სტარტს 2026 წლის 11 ივნისს აიღებს, ფინალი კი 19 ივლისს გაიმართება. მუნდიალს 3 მასპინძელი ქვეყანა ეყოლება: აშშ, კანადა და მექსიკა.
მსოფლიო ჩემპიონატზე სულ 48 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. ტურნირი სტარტს 2026 წლის 11 ივნისს აიღებს, ფინალი კი 19 ივლისს გაიმართება. მუნდიალს 3 მასპინძელი ქვეყანა ეყოლება: აშშ, კანადა და მექსიკა.