ფოტო: "მე ვამბობ არას", - რის ჯეიმსმა არსენალის გულშემატკივარი გაღიმებული დატოვა
ლონდონის „ჩელსის" მარჯვენა მცველმა, რის ჯეიმსმა, „არსენალში" ტრანსფერს კარი პირდაპირ და დაუფიქრებლად დაუხურა.
სოციალურ ქსელ „ტვიტერზე" „არსენალის" ერთ-ერთი გულშემატკივარი წერდა:
„რის ჯეიმსი არსენალში, ვინ ამბობს არას?"
ამ პოსტს თავად ინგლისელი მარჯვენა მცველი გამოექომაგა და პირდაპირი პასუხი გასცა:
„მე ვამბობ არას".
ამ წუთებისთვის უშუალოდ პოსტს 6600 მოწონება აქვს, ჯეიმსის პასუხს კი - 100 ათასზე მეტი.